სიახლეები
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა
22-03-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებს ამავე სკოლის კურსდამთავრებული შშმ პირი - ჯამბულ შანთაძე ესტუმრა. ის მოსწავლეებს ესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია და განსხვავებულობა მათ შორის ყოველთვისაა.

„დიახ, ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან! ჩვენი ვალია, მათ საკითხის მიმართ სწორი ხედვა განვუვითაროთ და ვასწავლოთ როგორ უნდა დაამსხვრიონ მცდარი აზრები და შეხედულებები. მთავარია, იცოდნენ, რას ნიშნავს „მთავარი ღირებულებები“.  სტერეოტიპების შეცვლა რთულია, თუმცა შესაძლებელი. შესაძლებელია აგრეთვე ის,რომ ვისწავლოთ, სად შევჩერდეთ, როდის დავიწყოთ და როდის გავაგრძელოთ მოქმედება“, - აღნიშნავს სკოლის წამრომადგენელი.

შეხვედრის დასაწყისში ბავშვებმა მოლოდინების დაფა შეავსეს.

როგორც სკოლაში გივყვებიან, სტუმარმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ იბრძოდა საკუთარ თავთან გასამარჯვებლად, საზოგადოებასთან შესაგუებლად, გადასარჩენად.

მან თავის მთავარ გამარჯვებად ადამიანებთან ურთიერთობა დაასახელა. 

ბავშვების დასმულ შეკითხვებს გულახდილად უპასუხა, კითხვები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. შესაბამისად შედეგების დაფაზე ბევრად საინტერესო ჩანაწერები გაჩნდა. 

შეხვედრას ესწრებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსი ალბერტ ბოლქვაძე, ამავე სოფლის მაცხოვრებელი ალეკო ბოლქვაძე.

ღონისძიების ხელმძღვანელები კი იყვნენ: დარიკო მელაძე - მოქალაქეობის მასწავლებელი და ნაზიბროლა ბოლქვაძე - დაწყებითი კლასების მასწავლებელი.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა ცნობიერებას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება