სიახლეები
სკოლები

მუხრანის N1 სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
22-03-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება ღონისძიებები და აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. 

ყურადღების მიღმა არც დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები დარჩენილა. აღნიშნულ დღესასწაულებს VI კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი: ნ. ფარტენაძე) გამორჩეული ღონისძიება მიუძღვნეს.

მათ სკოლაში საზეიმო განწყობა შექმნეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ამაღელვებელი იყო, მათ მიერ მომზადებული სიმბოლური საჩუქრების მშობელთათვის გადაცემაც.

ღონისძიებამ უდიდესი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.

„დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მასწავლებელთა და დამსწრე საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი და სამახსოვრო აღმოჩნდა.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა ილია ჭავჭავაძის სიტყვები:

„დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან ჰრჩეს კვალი განათლებული“.

მსგავსი ღონისძიებების მომზადება და ჩატარება მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ემსახურება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება