სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლეებთან სამხედრო მოსამსახურეებმა, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს
22-03-2023
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში 22 მარტს შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალსპეციალისტი მამუკა კაპანაძე და კაპრალსპეციალისტი გაგა ხუბუკელაშვილი.

ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციების სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების, თითოეული მათგანის გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება