სიახლეები
სკოლები

გულგულის საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
22-03-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობა გაიმართა. 

სპორტის მასწავლებლის გიორგი ჩაველაშვილის ხელმძღვანელობით, ფრენბურთში შიდასასკოლო ტური მოეწყო. მის მიმდინარეობაში მე- 6, მე-7, მე-8, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

შეხვედრებმა ხალისიანად ჩაიარა. პირველ ადგილზე მე-11, ხოლო მეორე ადგილზე მე-12 კლასი გავიდა. გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშე გოგო - მე-12 კლასის მოსწავლე ანი ბასილაშვილი მას პრიზი გადაეცა.  საუკეთესო მოთამაშე ბიჭი მე-11 კლასის მოსწავლე დავით მოსიაშვილი გახდა, საუკეთესო კაპიტანი მე-12 კლასის მოსწავლე დავით ხუცურაული, ხოლო მთავარი პრიზი გამარჯვებულებს ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა ბაჩო წულუკიძე გადასცა. მან თითოეულ მონაწილეს წინსვლა და წარმატებები უსურვა. 

სკოლის დირექცია ამ ინიციატივისთვის ბაჩო წულუკიძეს მადლობას უხდის და დასახულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. სკოლა საზოგადოებას მიმართავს, რომ სიკეთე გადამდებია და გულგულის სკოლის ახალგაზრდებს გვერდში დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება