სიახლეები
სკოლები

ახალქალაქის N1 სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოფენა გამართეს
22-03-2023
-
+


ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გამოფენა - „მზიანი ადამიანები“ გამართეს. ღონისძიება სამოქალაქეთა განათლების კლუბის მოსწავლეებმა მოამზადეს. მისი მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსების პატივისცემის ხელშეწყობა იყო. 

მის მიმდინარეობაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ წევრები ჩაერთნენ. 

გამოფენამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„2012 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, 21 მარტს, სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვა ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „გენდერული თანასწორობის საბჭოს“ წევრებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეების გამოფენაში. მადლობას ვუხდით სკოლის პერსონალს საინტერესო ღონისძიებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება