სიახლეები
სკოლები

თბილისის N190 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს 
23-03-2023
-
+


თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებისთვის არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. სკოლაში აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს, შესაბამისად მოსწავლეთა და პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედის დღე. 

I კლასში, დამრიგებლის - ხათუნა ჟოჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის, რომ დედებისთვის მიელოცათ სიმღერით, მისალოცი ბარათებით და თბილი სიტყვებით.

მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დედებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება