სიახლეები
პიროვნება

„იყავი ყურადღებიანი, იკითხე მხატვრული ლიტერატურა, არ მიეჯაჭვო ტელეფონს“-ახოს საჯარო სკოლის პედაგოგ ჟუჟუნა კონცელის სამი მთავარი რჩევა მოსწავლეებს
22-03-2023
-
+


მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებთან და დირექტორებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, ყოველდღე აქვთ. თუმცა, ისინი მათ მხოლოდ სასკოლო გარემოში იცნობენ და შეიძლება, ხშირად ვერც წარმოუდგენიათ, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რით არიან გატაცებულნი, სად ისურვებდნენ მოგზაურობას... ამიტომაც, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მათი მისაბაძი ადამიანები რაზე ოცნებობენ, რას გეგმავენ, რა არის მათი საყვარელი ნაწარმოები და ა.შ. 

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წარმოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჟუჟუნა კონცელიძემ შეავსო. 

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც დირექტორმა/პედაგოგმა?

- ძალიან მრცხვენოდა, ვერ ვეცნობოდი თანატოლებს. როგორც მასწავლებელს, დიდი ინტერესი მქონდა ახალი საქმისა და კოლეგების მიმართ.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- კონსტანტინე გამსახურდია.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- კონსტანტინე გამსახურდიას „ დიდოსტატის მარჯვენა“,

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ჩემი სკოლის მაშინდელი დირექტორი შოთა გორგილაძე. ღიმილიანი, კეთილი და სამართლიანი პიროვნება.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- მასწავლებლობა თავიდანვე მომწონდა, ბავშვები სუფთა, უცოდველი და მოუსვენრები არიან.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ქართული, ისტორია

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- იყავი ყურადღებიანი, იკითხე მხატვრული ლიტერატურა. არ მიეჯაჭვო ტელეფონს.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით, სვანეთში.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- მიყვარს კითხვა, მსიამოვნებს, რომ ბავშვებს რაიმეს ვუხსნი, ასეთ დროს ბევრს ვლაპარაკობ.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ძალიან მიყვარს გაზაფხული, ასე რომ მარტის დღესასწაულები მიყვარს.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- მშვიდობას, ჩემი საყვარელი ადამიანების ჯამრთელობას.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- საოჯახო საქმეებით ვკავდები, მერე ვკითხულობ, ტელევიზორს ვუყურებ.

- რაზე ოცნებობთ?

- არ იყოს ომი, ტრაგიკული შემთხვევები. მქონდეს კარგი ურთიერთობა ოჯახში და ახლობლებთან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება