სიახლეები
სკოლები

კოხტის საჯარო სკოლაში, პროექტის - „ერთად ყველაფერს შევძლებთ“ ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
22-03-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში პროექტის - „ერთად ყველაფერს შევძლებთ (ტოლერანტობა)“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

პედაგოგებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის“, პროგრამის ხელმძღვანელი - თეონა ხოსიტაშვილი და ამავე პროგრამის კოორდინატორი და განათლების ფსიქოლოგ- ნინო ნიკოლეიშვილი ესაუბრნენ, თემაზე -„შემწყნარებლობა”.

შეხვედრას ესწრებოდნენ, პროექტში ჩართული სკოლები: 

  • წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები - პროექტში ჩართული მასწავლებელი: მერი გორგილაძე;
  • სოფელ არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნათელა კახაძის ხელმძღვანელობით;
  • სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები- ლუსინე კალაჩიანისა და ანი ბადალიანის ხელმძღვანელობითა;
  • სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა - გულნარა პაპიძის თაოსნობით.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის მსვლელობისას მოსწავლეებს დაურიგდათ სამუშაო ფურცლები, სადაც მათ დაახასიათეს საკუთარი თავი, ჩამოწერეს დადებითი და უარყოფითი თვისებები.

მოსწავლეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას, გააკეთეს პრეზენტაციები მოცემულ თემასთან დაკავშირებით და მონაწილეებს გააცნეს ის ტოლერანტული გარემო, რომელში ცხოვრებასაც ისურვებდნენ.

პროექტის ხელმძღვანელები გახლავთ: ნადიმ ხოზრევანიძე, მარი საგინაძე და გურანდა ბოლქვაძე.

„ჩვენი სკოლის გუნდი და პროექტის მონაწილე სკოლები, მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს, საინტერესო შეხვედრისათვის...“, - აღნიშნავენ სკოლაში.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება