სიახლეები
სკოლები

ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
22-03-2023
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში სპორტულ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობას ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ ბავშვები სხვადასხვა სპორტულ ტურნირსა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, ისინი რეგიონალურ პირველობაზე 3X3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში მონაწილეობდნენ, სადაც წარმატებით იასპარეზეს. აღნიშნული შეჯიბრებები კასპის სასპორტო კომპლექსში საზეიმოდ გახსნილ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის“ რეგიონალური თამაშების ფარგლებში გაიმართა.

თამაშის შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა კატეგორიაში I ადგილი - ახალციხის საჯარო სკოლა;

ვაჟების კატეოგრიაში I ადგილი - ახალციხის საჯარო სკოლა;

3X3 კალათბურთში ვაჟების კატეგორიაში 1-ელი ადგილი ასევე ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.

ასევე ბადმინტონში პირველ ადგილზე ახალციხის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გავიდნენ.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები შთამბეჭდავად გამოავლინეს.

მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება