სიახლეები
სკოლები

აწყვიტის საჯარო სკოლაში წყლის რესურსებისა და მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
22-03-2023
-
+


ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში წყლის რესურსებისა და მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა - დარეჯან დიასამიძემ და სამოქალაქო განათლების კლუბ „პრესტიჟის“ წევრებმა, მეურვე მასწავლების მხარდაჭერით პროექტი თემაზე - „წყალი -  ბუნების მამოძრავებელი ძალა“ განახორციელეს.

პროექტის მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, წყლისა და მისი რესურსების შესწავლა - დაცვა იყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ.

მათ დისკუსია თემაზე - „წყალი და მისი მოხმარება ჩემს სოფელში“ გამართეს და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.

სკოლაში ასევე ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის თამაშები : „იცით თუ არა რომ...?“ „მჯერა თუ არა რომ...?“

აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩერთნენ.

„მომდევნო შეხვედრას მოსწავლეები გარემოს დაცვას მიუძღვნიან“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება