სიახლეები
სკოლები

„გასტროკულტურის მრავალფეროვნება საქართველოში- საახალწლო ტრადიციები“- თბილისის N72 სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
22-03-2023
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლაში მე-10 კლასის ხელმძღვანელმა, ქართული ენის მასწავლებელმა - თამარ ტალახაძემ, მოსწავლეებმა და მშობლებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს. 

მათ პროექტი - „გასტროკულტურის მრავალფეროვნება საქართველოში-საახალწლო ტრადიციები“, მოამზადეს. როგორც პედაგოგი ამბობს, ამ ღონისძიების ჩატარების სურვილი შოთა რუსთაველის უკვდავმა პოემამ შთააგონა და რადგან ნოვრუზობა ახლოვდებოდა, მისი განხორციელება ზუსტად სამი კვირით ადრე გადაწყვიტა. 

ღონისძიებაში თოთოეული მონაწილე უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დამსწრეთა წინაშე ღირსეულად წარსდგნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

ასეთი წარმატებული პროექტის განხორცილებისთვის სკოლის დირექცია და დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი პედაგოგს, მის მოსწავლეებსა და მშობლებს მადლობას უხდიან.

„არის გამორჩეული დღეები ჩვენს ცხოვრებაში, ფერადი და ემოციური, როცა სიტყვებიც არ გყოფნის... ასეთი დღე იყო ჩემთვის 20 მარტი, დღე, როდესაც ჩემს მე-10 კლასთან ერთად, მნიშვნელოვანი ღონისძიებით წარვდექით ჩვენი სტუმრების წინაშე. ემოცია ყოველთვის ახლავს ასეთ დღეებს, მაგრამ როცა სტუმრად გყავს საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე,  რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგეობის წევრები: მაია კობრეშვილი და გიორგი გველესიანი, მღელვარება უფრო მატულობს. მადლობა მათ მობრძანებისათვის, ჩემი მოსწავლეების ასეთი შეფასებისთვის, მოფერებისთვის. თბილისის N72 საჯარო სკოლა, მინიმოდელია ჩვენი პატარა ქვეყნისა - მრავალეროვანი და მრავალფეროვანი. ეს სიფერადე და სიუხვე იგრძნობოდა... მადლობა ჩემი კლასის მოსწავლეთა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავს თამარ ტალახაძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება