მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლებისთვის წოდების აღმნიშვნელი სერტიფიკატების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. მასწალებლის სახლი აღნიშნულ წოდებას, სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ანიჭებს პედაგოგებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, ისინი კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს აწვდიან მათ მონაცემებს, ვინც გამოირჩევა განსაკუთრებული პედაგოგიური მოღვაწეობით.
მასწავლებლის სახლი პედაგოგებს 3 კრიტერიუმით აფასებს - დეტალები
სწორედ ამ დოკუმენტაციის ფონზე, პედაგოგების ნაწილს უკვე მიენიჭა დამსახურებული მასწავლებლის წოდება და გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
როგორც მასწავლებლის სახლი განმარტავს „საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენასა და საზოგადოებისთვის საუკეთესო და დამსახურებული მასწავლებლების წარდგენას ემსახურება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან