სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
23-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან ჩემია მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და მათ სწორად აღზრდაზე ყოველდღიურად ზრუნავს. ამ მიზნით, პედაგოგი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებს და მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობს. 

ქეთევან ჩემია პირველ, მეოთხე და მეხუთ კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო დანარჩენ კლასებში რუსული ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მისი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან. 

სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე აღნიშნა. როგორც ქეთევან ჩემია ამბობს, საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული მეორეკლასელები - გვანცა ხარძიანი და მაგდა მარგველანი, სკოლაში დედებთან და მასწავლებელთან ერთად გამოცხადდნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, რითაც დედები და დამსწრე საზოგადოება ასიამოვნეს. თემატური ნახატები მოსწავლე გეგი პირველმა დახატა. 

ლექსები დედაშვილობაზე მეგი მარგველანმა (მეექვსე კლასი) და თემატური ნახატების ავტორმა - გეგი პირველმა (მეშვიდე კლასი) წაიკითხეს; მეგიმ დედაზე ლექსი რუსულ ენაზეც წარადგინა. უშეცდომოდ და ძალიან ლამაზად წაიკითხა ლექსი პირველკლასელმა - ლუკა ხარძიანმა, ასევე, გიორგი (მეხუთე  კლასი) და ვიტო (მეოთხე კლასი) ხარძიანებმა, გიორგი მარგველანმა (მეხუთე კლასი) და ანა ხარძიანმა (მეხუთე  კლასი). 

ჩატარებული აქტივობისა და მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაციას თავად პედაგოგი ქეთევან ჩემია გვაწვდის.

„ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა!“

იულიუს კეისარის კარზე შეკრებილ ქალებს თავი მოჰქონდათ თურმე, ძვირფასი სამკაულებით, რომელიც კისერსა და მაჯებს, თითებსა და წელს უმშვენებდათ და თავს აწონებდნენ დამსწრეთ  მანამ, სანამ თავად კეისრის ცოლი არ გამოცხადდა კაბის კალთაზე ჩაბღაუჭებული სამი და იქით-აქეთ ორივე ხელში ჩვილებით და სტუმრებს განუცხადა: „აი, ჩემი სამკაულები!“
ღმერთმა სწორედ ასეთი „სამკაულები“ გვიმრავლოს და უფალმა მათი ღირსეულად აღზრდის უნარი მოგვცეს!

სექტემბრიდან მოსწავლეებზე დაკვირვებამ მაფიქრებინა, რომ: სკოლებში საზეიმო თუნდაც, არასაზეიმო ღონისძიებები თავად მასწავლებლების მონაწილეობით უნდა ტარდებოდეს, რათა პირადი მაგალითი მისცენ ახალგაზრდობას, მოაწონონ, შეაყვარონ და დაანახონ ჩვენი შესანიშნავი მწერლების და პოეტების შემოქმედება, ხოლო შემდეგ უკვე თავად გააკეთებინონ არჩევანი რა წაიკითხონ და რა არა... მით უფრო იმ დროს, როცა სკოლას უკვე მერამდენედ სტუმრობს ყველასთვის უსაყვარლესი დათო ტურაშვილი საკუთარი და სხვების წიგნებით ხეხელდამშენებული, რომელიც სრულიად უანგაროდ მოაქვს და შრომასა და სწავლაზე საუბარში სულსა და გულს აქსოვს...
ჩვენს ძნელ ეპოქაში არჩევანი ინტერნეტსა და წიგნს შორის ძნელი გასაკეთებელია. მხოლოდ უცოდინარისთვის არის იმის გაგება ძნელი, რომ ინტერნეტი ჩვენი ცოდნის შემავსებელია და არა ცოდნის მომცემი. ცოდნას, მხოლოდ შრომა, ძნელი შრომა იძლევა და არა - გართობა!
ხშირად უნდა ვესაუბროთ, ძალიან ხშირად, იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ: დროის უქმად დაკარგვა არ ღირს...
ეჭვი არ არის, აუცილებლად გაიგებენ... ჩვენი ბავშვები ხომ წარმოუდგენლად ნიჭიერები არიან...
ნუ დავკარგავთ მათ უნარებს იმის გამო, რომ „ვერ ვერევით“...

დედებს სამართლიანობას ვუსურვებ:
სამართლიანი დედა კაცობრიობის სილამაზეა.
„ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“... ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები ყველა ოჯახში ან კარებზე, ან კედელზე უნდა იყოს გამოკრული.

ძვირფასო დედებო, თუნდაც წვიმიანი და თოვლიანი, მაინც გაზაფხულის დღეების დადგომას გილოცავთ, გისურვებთ თქვენს შვილებს უფრო შთამბეჭდავად მისცემოდეთ საშუალება მოგილოცონ გაზაფხული.

მოხარული ვიქნები, ყოველ თვეში ორჯერ თუ არა, ერთხელ მაინც ჩატარებული „პოეზიის საღამოებით“ თავად მონაწილეებმა გაიხარონ, მხატვრული ლიტერატურის კითხვით ისიამოვნონ და ამაყად თქვან: „მე მიყვარს საქართველო, ქართული ენა და ლიტერატურა“... და ამით ყველა არა მარტო გაახარონ, მაგალითი მისცენ იმისა, თუ რატომ და როგორ უნდა უყვარდეთ  პოეზია.
მრავალი დღესასწაული გაგითენოთ უფალმა და ყველა მათგანი გაზაფხულივით ლამაზი გქონოდეთ.
ესენი დედების გამხარებლები არიან: გეგი პირველი - მეშვიდეკლასელი - სურათების ავტორი, ანა ხარძიანი - მეხუთეკლასელი, მეგი მარგველანი - მეექვსეკლასელი“,- წერს ქეთევან ჩემია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება