სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიძღვნა
23-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიძღვნა. მოსწავლეები ინფორმაციას გაეცნენ, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლაში დაუნის სინდრომის მქონე პირების მიმართ სოლიდარობა ხელისგულებზე ნახატით და საგანგებოდ გამოცემული კედლის გაზეთით გამოხატეს. ამ ყველაფერმა კი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყო.

ელდინო იობიძემ დამსწრეთ აუხსნა, რომ დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. უთხრა, რომ დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა, ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა.

დირექტორმა, რაულ გულბანმა აღნიშნა, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს, დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მხარდაჭერად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. 

„პან გი მუნი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა,  2011 წლის დეკემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო  დღედ გამოაცხადა და გაეროს წევრ ყველა ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს მოუწოდა აქტიურად ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო კამპანიებში.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას. თუმცა დისკრიმინაცია დაუნის სინდრომის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ სხვადასხვა დონეზე მაინც არსებობს, რაც ვნებს არა მარტო მათ, ვისაც პირადად ეხება, არამედ მთელ საზოგადოებას, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში დაუნის სინდრომიანებს  შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში. ამიტომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულობაზე ზრუნვა ყველას ვალია. ერთად შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, სადაც იზრუნებენ ისეთებზე, ვინც ჩვენ არ გვგავს.

დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა. სწორედ 21-ე ქრომოსომის ტრისომიის უნიკალურობისათვის ხაზგასმის სურვილი გახდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად წლის მე-3 თვის 21-ე დღის არჩევის მიზეზი.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოს მიმართ, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და არიან ცნობისმოყვარენი“,- აღნიშნავს მასწავლებელი ქეთევან ჩემია. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება