სიახლეები
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელები გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ 
24-03-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძებებში მონდომებით ერთვებიან. ამით ისინი ვითარდებიან, ცნობიერებას იმაღლებენ და ახალ ინფორმაციას ეცნობიან. 

სკოლაში აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი „ბუნების ქომაგები“. ამჯერად, კლუბის წევრები, ევროკავშირი საქართველოსთვის ფარგლებში, პროექტის - „მწვანე გურია“, პრეზენტაციას დაესწრნენ, რომელსაც CENN ახორციელებს. ღონისძიება ოზურგეთის ტექნოპარკში გაიმართა. 

აღნიშნული პროექტი მოზარდების/ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას და სახელმწიფოს სოციალური დაცვის პროგრამების გაუმჯობესებაში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ეკოკლუბელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება