მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია როგორც მათივე პროფესიული ზრდისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. პედაგოგების ერთიანობა და გუნდურობა სკოლის საერთო კულტურაზე აისახება და სწავლა-სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.
რა პასუხისმგებლობა აქვთ მასწავლებლებს ერთმანეთის წინაშე? რა ევალებათ და რა არის მიუღებელი კოლექტივში?
მასწავლებლები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას უნდა გამოხატავდნენ და შეეძლოთ პოზიტიური კომუნიკაცია.
თანამშრომლობის ფარგლებში ისინი ერთმანეთს უნდა ესწრებოდნენ გაკვეთილებზე და აძლევდნენ განმავითარებელ უკუკავშირს. დამსწრე მასწავლებელი არ უნდა არჩევდეს თანამშრომლის „სისუსტეებს“ სხვების თანდასწრებით.
მასწავლებლები საკუთარ გამოცდილებას ხშირად უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის მიზნით ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
პედაგოგები ერთმანეთის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდნენ. მასწავლებლებს შორის ჯანსაღი კონკურენცია შესაძლოა, მოტივაციის ამაღლების მიზეზიც კი გახდეს, თუმცა სხვისი რეპუტაციის შელახვა დაუშვებელია.
ყველა მასწავლებელი თანაბრად უნდა იყო ჩართული სკოლის განვითარების საქმეში. ისინი უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს წინსვლაში. ყველა ერთად კი საერთო საქმეს უნდა ემსახურებოდეს.
მასწავლებლისთვის შეუფერებელია არაკოლეგიალური დამოკიდებულება, ერთმანეთთან უხეში საუბარი, დაკნინება, მშობლების თანდასწრებით რომელიმე კოლეგის აუგად მოხსენიება და მსგავსი ტიპის შეცდომები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“