სიახლეები
სიახლეები

7 დოკუმენტი, რომელიც თქვენს პროფესიულ საქაღალდეში აუცილებლად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, წამყვანობა გსურთ თუ მენტორობა
01-04-2023
-
+


ცნობილია, რის მიხედვით შეფასდება სტატუსის ამაღლების მსურველთა პროფესიული საქაღალდე. წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის პორტფოლიოს ორი დონე შემუშავდა. I დონე წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვისაა განკუთვნილი, II დონე კი - მენტორობის მსურველებისთვის.

პორტფოლიოს დონეები სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს მოითხოვს. პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტში ის საოროიენტაციო მტკიცებულებებია მოცემული, რომელთა შეტანაც მასწავლებელს პორტფოლიოში შეუძლია.

მართალია, წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა შესაფასებლად განკუთვნილი პორტფოლიოს დონეები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ქვემოთ მოცემული 7 დოკუმენტი აუცილებელად უნდა იყოს როგორც წამყვანობის, ასევე მენტორობის მსურველთა პროფესიულ საქაღალდეში. ესენია:

  1. მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი მასალა;
  2. საგნობრივი კურიკულუმის/ მისი რომელიმე ნაწილის გეგმა, მისი განხორციელებისა და განვითარების ამსახველი მასალა;
  3. სკოლისა და სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა;
  4. საკუთარი და კოლეგების პროფესიული საჭიროებების იდენტიფიცირების ამსახველი მასალა;
  5. პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული და განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მასალა;
  6. კოლეგებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდების დამადასტურებელი მასალა;
  7. თანამედროვე პროფესიული ლიტერატურისა და/ან საგანმანათლებლო კვლევების გაცნობის, პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად მისი გამოყენებისა და მიღებული გამოცდილების გაზიარების დამადასტურებელი მასალა.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგებს, რომლებმაც პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს და პორტფოლიოში წარმოდგენილი დოკუმენტები დადებითად შეუფასდებათ, სტატუსს სასწავლო წლის ბოლოს აიმაღლებენ. მასწავლებელს, რომელიც მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, პრაქტიკული საქმიანობის განმეორებით შეფასების საშუალება მომდევნო სასწავლო წელს მიეცემა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ლამზირა ონიანის ინიციატივით, დეხვირის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში
 

ატარებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლიც მოირგეს და წითელ ხალიჩაზეც თავდაჯერებულებმა გაიარეს

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება