სიახლეები
სკოლები

„ზღაპარი დასრულებულია, მეგობრობა გრძელდება!“ - კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „რწყილი და ჭიანჭველა“ ხალისით შეისწავლეს
24-03-2023
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. გაკვეთილები გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რესურსებითა და სასწავლო მეთოდებით, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

მოსწავლეებმა ამჯერად, ქართული ხალხური ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“ შეისწავლეს.

მოსწავლეებმა, მასწავლებელ ნარგიზ ღვაჩლიანი-მარგველანის ხელმძღვანელობით, მოთხრობის მთავარი არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს. მათ ზღაპრის მეშვეობით, ნამდვილი მეგობრობის ძალა გაითავისეს და როგორც სკოლაში გვიყვებიან მიხვდნენ, რომ მეგობარი დიდი განძია.

„აქ მოთხრობილი, ერთი შეხედვით, მარტივი ამბავი იოლი გასაგებია ისევე, როგორც ის რთული ამბავი, რომ მეგობრობა დიდი განძია. ეს ზღაპარი ადასტურებს, რომ ნამდვილ მეგობარს მეგობრისთვის სრულიად უანგაროდ თავდადება შეუძლია. ამის ადასტურებს ჭიანჭველას ერთგული მეგობარი „რწყილი“, რომელიც წყალში ჩავარდნილი, დასახრჩობად განწირული ჭიანჭველის გადასარჩენად თავს არ ზოგავს: ჰო და, მიზნის მისაღწევად თუ ვის მიმართავს, უკვე ზეპირად იციან კალის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა - გვანცა ხარძიანმა და მაგდა მარგველანმა და სხაპასხუპით ჩამოგითვლიან: ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას და ყოველი მათგანი  დახმარების სანაცვლოდ რწყილს რაღაცას სთხოვს და თავდადებული მეგობარი ყველას სურვილს დაუზარებლად უყოყმანოდ ასრულებს... ხოლო თავად მეგობრისგან არაფერს ითხოვს. მიაღწევს მიზანს, იშოვის ჯაგარს, დაწნავს თოკს და მდინარიდან ამოიყვანს მეგობარ ჭიანჭველას და პატარებმა ისიც იციან, რომ, ნამდვილი მეგობრობა იოლი საქმე არ არის, ნამდვილი მეგობრობა მას შეუძლია, ვისაც სუფთა და კეთილი გული აქვს. ბავშვებისა და ზრდასრულთათვის დაუვიწყარი ეს შთაბეჭდილებები პატარებმა დიდ ფურცელზე გადაიტანეს და კედელზე გამოაკრეს, რომლის სანახავად სხვებსაც ეპატიჟებიან...ზღაპარი დასრულებულია, მეგობრობა გრძელდება!“ - გვიყვება პედაგოგი ქეთევან ჩემია. 

სასკოლო საზოგადოება წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს და მასწავლებლებს.

ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია რწყილი და ჭიანჭველა. ეს ამბავი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება