სიახლეები
სკოლები

მაწყვალთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
24-03-2023
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან ერთად, ისტ-ის პედაგოგმა, ფიზიკის მაწავლებელმა თემურ მაკარაძემ და ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა იზოლდა ზოიძემ, ღონისძიება ჩაატარეს.

შესავალ ნაწილში პედაგოგმა იზოლდა ზოიძემ მოსწავლეებს ამ დღის ისტორია გააცნო და მოუყვა რომ წყლის დაცვის მსოფლიო დღე 22 მარტს 1993 წლიდან აღინიშნება. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა Power-Point-ში პრეზენტაციები მოამზადეს. მათ თავადაც მოიძიეს საინტერესო ინფორმაციები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს.

ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ ჩატარდა. 

„ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

     


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება