სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
24-03-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა კონფერენციაზე - „წყალი იდუმალი სითხეა!“ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს, რომლებშიც ყურადღება  წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობასა და მის გონივრულ გამოყენებაზე, წყლის დაბინძურების საფრთხეების თავიდან აცილებაზე გაამახვილეს. 

ქიმიის მასწავლებლის დახმარებით, წყალს დააკვირდნენ, შექმნეს პოსტერები და თემატური ნამუშევრები.გარდა ამისა, მოეწყო შეხვედრა ექიმთან.

მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდინარის სანაპიროები. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები (ხელმძღვანელი: მაია არახამია), ეკოლოგიის კლუბ „ფესვების" წევრები (ხელმძღვანელი : მზია ქარდავა), eTwinning-ჯგუფის წევრები (ხელმძღვანელები: იზოლდა ხვიჩავა, ირინა სოსელია, მზია ქარდავა, ნინო ჯოჯუა).

ამ დღის აღნიშნვის მიზანი იყო:

  • წყლის მნიშვნელობაზე მოსწავლეთა, საზოგადოებისა და თემის ცნობიერების ამაღლება;
  • წყლის დაბინძურების პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის გზების ძიება;
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება წყლის რაციონალურ გამოყენებაზე და გონივრულ მართვაზე;
  • მოსწავლეებში კვლევა-ძიების, ინფორმაციის დამუშავება-დახარისხების, პრეზენტაციის, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი და კომუნიკაციის გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება