სიახლეები
სკოლები

„არა ბულინგს!“ - საინტერესო აქტივობა ღვანკითის საჯარო სკოლაში
24-03-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-6 კლასში(კლასის ხელმძღვანელი - მარინე ბოჭორიშვილი) მიმდინარე პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი აქტივობა - „არა ბულინგს!“ განხორციელდა.

მეექვსეკლასელებმა და მათმა პედაგოგმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: „რა მოტივები იმალება ბულინგის უკან?“, ვინ არის მოძალადე და რა პრინციპით ირჩევენ მსხვერპლს?“, „რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, საზოგადოების წევრებმა, მასწავლებლებმა, რომ სკოლაში ბულინგი კვლავ დაფარულ პრობლემად აღარ დარჩეს?“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ელისო ჩიქოვანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა არის ბულინგი და რამდენად საშიშია სკოლებისთვის.

„ბულინგი არის რეგულარული ხასიათის მიზანმიმართული, სასტიკი ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური მოპყრობა, ჩაგვრა. მჩაგვრელი, შეიძლება იყოს ინდივიდი, ან ბავშვების მთელი ჯგუფი. ბულინგის შემთხვევებს შეიძლება ყველგან გადავაწყდეთ: ნებისმიერ ქვეყანაში, კულტურაში, სოციუმსა თუ გარემოში. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად სკოლა ზუსტად ის ადგილია, სადაც ბულინგისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაციები იქმნება“, - აღნიშნავს პედაგოგი ელისო ჩიქოვანი.

მან ასევე განმარტა ბულინგის სახეები.

„არსებობს პირდაპირი და ფარული ბულინგი. პირდაპირი ბულინგი: ბავშვს ღიად აყენებენ შეურაცხყოფას, დასცინიან, ურტყამენ და ა.შ ფარული ბულინგი: აგრესია ღიად არ არის გამოხატული, მაგრამ ბავშვს პასუხს არავინ არ სცემს, არ ესალმებიან, თამაშში ჩართვის უფლებას არ აძლევენ და ა.შ. ეს ყოველივე ერთჯერადი აქტი არაა და იგი დროის გარკვეულ პერიოდში მეორდება“, - ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

როგორც მან აღნიშნა, ბულინგი ხშირად უფროსთა თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. ამის გამო ვერ ხერხდება მისი დროული ამოცნობა და შესაბამისად, შემდგომი მართვა. ხშირად მშობლები და მასწავლებლები ბულინგს სერიოზულად არ აღიქვამენ და მას ბავშვურ ჩხუბს ან ცელქობას არქმევენ. ამგვარად ისინი აფიქსირებენ პოზიციას: „ბავშვები თავიანთ საქმეს თვითონვე მოაგვარებენ“, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ასეც ხდება, თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც ბულინგი სახეზეა და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ასეთ დროს თუკი უფროსებს ბულინგზე უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ და პრობლემის არსებობას აღიარებენ, მაშინ მის დროულ აღმოჩენასა თუ მოგვარებასაც შეძლებენ.

კლასის ხელმძღვანელმა მარინე ბოჭორიშვილმა კი ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ ჩაგრავენ ბავშვები ერთმანეთს და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი.

მან აღნიშნა, რომ ბულინგს სერიოზული მიზეზი არ სჭირდება და მისი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ბავშვი აღმოჩნდეს, რომელიც სხვებისგან განსხვავებულია. რისკ ჯგუფში შეიძლება შედიოდნენ ინდივიდები, რომელთაც უჭირთ კომუნიკაცია და სოციალური უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული.

„მჩაგვრელების შემთხვევაში ქცევას საფუძვლად ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ისინი შესაძლოა თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი სხვა გარემოში (ოჯახში, ეზოში და ა.შ.). ბავშვს, რომელსაც ამცირებენ ან აშინებენ, თავისი დათრგუნული ემოციები ზოგჯერ თანატოლებზე გადმოაქვთ. ჩაგვრის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ოჯახში ემოციური კავშირისა და სითბოს ნაკლებობა ან უბრალოდ სახეზე გვქონდეს სხვებისგან გადმოტანილი ქცევა, „გართობა”, დაბალი თვითშეფასება და ამ ქცევებით მისი გადაფარვის მცდელობა, ყურადღების მიქცევა და ა.შ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დახმარება როგორც ბულინგის მსხვერპლს, ასევე ბულინგის გამტარებელსაც სჭირდება. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უფროსები, გარდა იმისა რომ ბულინგის მიმართ ზოგჯერ გულგრილები არიან, ხშირად მის პროვოცირებას თავად ახდენენ. მაგ: მასწავლებელი, რომელიც ბავშვს კლასის წინაშე ამცირებს, არქმევს მას ზედმეტსახელს და ა.შ. მშობელი, რომელიც ხედავს, რომ მისი შვილი სხვას ჩაგრავს და ამას ბავშვურ ცელქობას ეძახის. ანდა პირიქით: სერიოზულად არ აღიქვამს შვილის მონათხრობ პრობლემას, მის დათრგუნულ მდგომარეობას და რეალური დახმარების ნაცვლად მას თავადვე არცხვენს: “შენ რა, თავს ვერ იცავ? “, “მშიშარა ხარ? “,“სხვებს თუ არ დასცინიან, შენ რატომ გიბედავენ ამას?” და ა.შ. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბავშვი თავისი პრობლემების შესახებ აღარ საუბრობს და ეტაპობრივად სიტუაციაც უფრო და უფრო მძიმდება. არის შემთხვევებიც, როდესაც მშობლები შვილებს ძალადობისკენ თვითონვე უბიძგებენ, რაც ზოგადად ძალადობის ნორმალიზებას იწვევს და ხშირად სწორედ ეს ხდება ბულინგის მიზეზი“, - ამბობს კლასის ხელმძღვანელი მარინე ბოჭორიშვილი.

სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ასევე კითხვას, თუ როგორ უნდა ავამარლოთ ცნობიერება ბულინგის საფრთხეებისა და ზიანის შესახებ შემდეგნაირად უპასუხა:

„პირველ რიგში უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება და მისი სახელდება. ხოლო ამის შემდეგ - რეაგირება. ნებისმიერი უფროსი, რომელიც ბულინგის შემსწრეა და მასზე არ რეაგირებს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეა, როგორც მჩაგვრელი. აუცილებელია, რომ ეს პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავაცნობიეროთ, რათა ეს ქცევა აღარ იყოს ნორმალიზებული არც ჩვენთვის და არც ბავშვებისთვის. აუცილებელია, რომ მშობლებში, მასწავლებლებსა და ზოგადად სოციუმში წახალისებულ იქნეს პოზიტიური ურთიერთობის მოდელი და არა ძალადობრივი კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ამის მისაბაძი მაგალითები პირველ რიგში თავადვე უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ და ვასწავლოთ ბავშვებს ის ყველაფერი, რასაც მათგან ვითხოვთ“.

დისკუსიაში, რომელიც ფილმის ჩვენების შემდეგ პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის გაიმართა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ბულინგის აღმოფხვრის საქმეში, რადგან ძალადობრივი დამოკიდებულება თრგუნავს ბავშვს და ეს დაუშვებელია.

„არა ბულინგს!“ - ეს იყო ამ დღის მთავარი სლოგანი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება