სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე ხეების დარგვით აღნიშნეს
27-03-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს, რომ თითო ხე დაერგოთ, რისთვისაც ხეხილისა და მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების ნერგები საკუთარი ეზოდან მიიტანეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. სკოლაში გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური პრეზენტაციები და პოსტერები მოამზადეს. 

მე-12 კლასელებმა გამოთქვეს სურვილი, რომ აღნიშნული აქტივობა ყოველი წლის კურსდამთავრებულებმა ტრადიციად აქციონ და ხეები დარგონ. 

„...ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან, ხე დარგე,
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე, რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც ადექი და ხე დარგე!..."

ვიმედოვნებთ, რომ ეს ტრადიცია აუცილებლად დამკვიდრდება ჩვენს სკოლაში. ხეების დარგვას დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ახლა, როცა დედამიწაზე ტყის საფარი საგრძნობლად მცირდება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება