მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ფიფიამ და სკოლის დირექტორმა, ელგუჯა როგავამ მოაწერეს.
1. მემორანდუმის საგანი:
წინამდებარე დოკუმენტის საგანია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნებისათვის მხარეებს შორის ურთიერთგაგების, კეთილსინდისიერებისა და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა.
2. მემორანდუის მიზანი:
მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და მოსწავლე- ახალგაზრდობის პიროვნული ზრდის ხელშეწყობის მიზნით რესურსების (მათ შორის ინტელექტუალური) გაზიარება.
ასევე, ხელი შეუწყონ მოსწავლე-ახალგაზრდების გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, შესძინონ მათ თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.
3. მემორანდუმის ამოცანებია:
ორივე მხარისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, შემეცნებითი, აღმზრდელობითი და სხვა სახის აქტივობების, კონკურსების, ვიქტორინების, საღამოების შეხვედრების ორგანიზება, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევა და სასწავლო -საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
თანამშრომლობის მიზნების მისაღწევად კულტურისა და განათლების სფეროში განხორციელებული აქტივობების პოპულარიზაციის პროცესების ხელშეწყობა;
ახალგაზრდული პოლიტიკისა და სხვა მიმართულებით პროგრამების შემუშავება და ადგილობრივი ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების/პროექტების განხორციელება; თანამშრომლობას სხვადასხვა სკოლებსა და უნივერსიტეტებთან /და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ფონდებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
4. მხარეთა უფლება-მოვალეობანი:
მხარეებს უფლება აქვთ ერთობლივი ღონისძიების ჩატარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის გამოიყენონ მეორე მხარის კუთვნილი რესურსები კონკრეტული ღონისძიებისა თუ პროექტის მიზნების რეალიზებისათვის.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა მაყურებელს ლამაზი სანახაობა შესთავაზეს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო