სიახლეები
სკოლები

გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდნენ
24-03-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლაში, მე-2 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, კლასის დამრიგებელმა, მარი სიხარულიძემ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან და სპეცმასწავლებელ ინგა ჯაგუნავასთან ერთად ეს დღე საზეიმოდ აღნიშნა.  

„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“,- მოსწავლეები ლოზუნგის ირგვლივ გაერთიანდნენ და ერთხმად განაცხადეს - „თანასწორობა ყველა ბავშვს!“, კლასში ჩატარებული აქტივობაც სწორედ ამ სეხელწოდების იყო.

აქტივობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა ემსახურებოდა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას, მესამე კლასიც შეუერთდა.

„დღეს არის ადამიანთა შორის ყველაზე უწყინარი, ყველაზე გულწრფელი, ყოველგვარი ბოროტების, ტყუილის, მტრობის მიღმა მდგარი, მხოლოდ სიყვარულის გასაცემად და მისაღებად მოვლენილი ხალხის, დაუნის სინდრომის მქონე ღიმილიანი და გულთბილი ადამიანების საერთაშორისო დღე!“ - აღნიშნავს მესამე კლასის პედაგოგი ნატალია სახოკია.

არც პირველი კლასი ყოფილა გამონაკლისი, ეს დღე მათთანაც საინტერესოდ აღინიშნა. 

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან, დღეს თქვენი დღეა ჩემო უწყინარო, უბოროტო და უსაყვარლესო ადამიანებო, თქვენ ამ სამყაროში ანგელოზები ხართ... მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან! თუმცა, „ითვლიან“ სითბოს, სიყვარულსა და სიკეთეს, მათ შეუძლიათ ვუყვარდეთ... ვუყვარდეთ ერთით მეტჯერ, ვიდრე ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი... ვუყვარდეთ ძალიან და უანგაროდ“, -ამბობს პირველკლასელთა მასწავლებელი თეონა კვიციანი.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:








კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება