სიახლეები
სკოლები

დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლე ჯარჯი მაგრაქველიძე ერთი წლით აშშ-ში ისწავლის
24-03-2023
-
+


დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ჯარჯი მაგრაქველიძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX -ის გამარჯვებულია.

შედეგად, ის ერთ სასწავლო წელს ამერიკის შეერთებულ შთატებში გაატარებს და იქ ისწვლის. 

როგორც მოსწავლე ამბობს, კონკურსში შარშანაც მონაწილეობდა, ვერ გაიმარჯვა, მაგრამ არ დანებდა და სასურველ შედეგს წელს მიაღწია. ის ვაშინგტონის დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, რომელიც განათლების დარგში ამერიკელი სპეციალისტებისგან შედგებოდა.

მისი დამრიგებელი - ლალი თედორაძე, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგი ინგა ზედგინიძეა. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და უამრავ წარმატებას უსურვებენ.

ჯარჯი მაგრაქველიძე შთაბეჭდილებებს თავად გვიზიარებს:

„ამ პროგრამის შესახებ ჩემი დისგან გავიგე, მახსოვს, როგორ მოუთმენლად ელოდა შედეგს. გამიჩნდა სურვილი, მეც ვყოფილიყავი ამ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც FLEX-ი ჰქვია. გამოწვევად ჩავთვალე, ერთი წლის წინ მიღებული უარი. დანებებას არ ვაპირებდი და მეორე წელს ისევ დავწერე ტესტი. დამირეკეს, ნახევარფინალისტი გახდიო. გავიარე ნახევარფინალის გასაუბრება და დავწერე ესეები. მაშინ ვთქვი, შეუძლებელი არაფერია, თუ გულით რამეს მოინდომებ. ასეც არის, დღეს FLEX -ის მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის ფინალისტი ვარ.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ინგლისური ენის პედაგოგს, ქალბატონ ინგა ზედგინიძეს, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი და იყო მოტივატორი“,- წერს მოსწავლე. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება