სიახლეები
სკოლები

დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები პროფესიულ კოლეჯში იმყოფებოდნენ
24-03-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს. 

ამჯერად, მათ, თავმჯდომარის ლიზი პაქსაძის ხელმძღვანელობით, პროფორიენტაციის პროექტის კიდევ ერთი აქტივობა - „მეტი ვიცოდეთ სხვადასხვა პროფესიების შესახებ“, განახორციელეს. 

მის ფარგლებში, შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ გაიმართა, მას სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე -12 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. ასევე, პროექტში ჩართული რამდენიმე პედაგოგი - ნანი შამანაძე, ინგა გელაძე, ხათუნა აბულაძე, რუსუდან გელაძე, მარინა იაკობაძე და დაზმირ პაპიძე.

მათ კოლეჯში დაწესებულების მუშაობის პრინციპი, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და სხვადასხვა პროფესიის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„მოსწავლეებს ადგილობრივმა ლექტორ-მასწავლებელმა ძალიან თბილი შეხვედრა მოუწყვეს, გასაგებად და ნათლად აუხსნეს სხვადასხვა პროფესიები, ჩამოგითვლით რამდენიმე მათგანს: ვეტერინარობა, სასტუმრო მომსახურება, სატყეო საქმე, მეფუტკრეობა, ელექტროობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები, შედეგად ძალიან კმაყოფილი დარჩნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. რისთვისაც მადლობას ვუხდით კოლეჯის მენეჯერს ქალბატონ ნინოს, საქმის მწარმოებელ ქალბატონ ანას, ყველა ლექტორს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სოფლის შვილს მარინა პაქსაძეს. აღნიშნვის ღირსია ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ კოლეჯის არსებობა, ჩემო მეგობრებო, ახალგაზრდებო, მოგიწოდებთ რომ მიიღოთ საქმიანი ჯანსაღი გადაწყვეტილება და შეისწავლოთ სხვადასხვა პროფესიული განათლება, ზემოთ აღნიშნულ კოლეჯში, თუ გინდათ რომ მიაღწიოთ წარმატებას ცხოვრებაში. ეს განსაკუთრებით სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტსა და ზოგადად ქვეყანას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება