სიახლეები
სიახლეები

7 მთავარი კითხვა, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს
24-03-2023
-
+


 
2023 წლის საგამოცდო პროცესისათვის რეგისტრაცია გრძელდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მასწავლებლის საგნის, ასევე უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
 
გთვაზობთ 7 ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას ამ პროცესთან დაკავშირებით:

1. შესაძლებელია თუ არა გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ?

3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ 2023 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ვეღარ დარეგისტრირდება. ეს ის ვადაა, როდესაც ძირითადი რეგისტრაცია სრულდება. ამ თარიღის შემდეგ აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე მხოლოდ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შეეძლებათ; პროგრამების წაშლის, არჩევისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება.

2. რეგისტრაციის დროს თანხას რამდენს ვიხდით და რომელ ეტაპზე?

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია. რეგისტრაციის პირველივე ეტაპზე იხდით შესაბამის საფასურს (1 საგანი - 10 ლარი). სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ. თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ ასრულებს რეგისტრაციას. გადახდის შესაძლო საშუალებები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.naec.ge

3. როგორ გავიგო, ნამდვილად დავრეგისტრირდი თუ არა?

რეგისტრაციის დასრულებისას თუ თქვენ მიიღეთ სისტემაში შესასვლელი ხუთნიშნა კოდი, რეგისტრაცია წარმატებით გაქვთ გავლილი. არ გაანდოთ სხვას კოდი, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე.

4. როგორ და სად უნდა მოვიძიო კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლისა და საგანმანათლებლო პროგრამის კოდი, რომ რეგისტრაციის დროს მივუთითო?

ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის" https://naec.ge/#/ge/post/2361 ცნობარში მოცემულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და ასევე ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მიმდინარეობს მიღება მიმდინარე სასწავლო წელს. ცნობარში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

5. რეგისტრაციის დროს შემოქმედებით ტურს მხოლოდ ვირჩევ, თუ ამ გამოცდის საფასურსაც ვრიცხავ?

შემოქმედებით ტურს ირჩევთ რეგისტრაციის დროს თანხის გადახდის გარეშე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

6. რას ნიშნავს გრაფა „სპეციალური პირობა“, საჭიროა თუ არა მისი მონიშვნა იმ შემთხვევაში, თუ სათვალეს ვატარებ?

სპეციალური პირობის მონიშვნა და შემდგომ ფორმა N100 -ის წარმოდგენა 13 აპრილის 18:00 საათამდე ევალებათ იმ პირებს, რომლებიც საჭიროებენ გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნას. მხედველობის სათვალის გამო სპეციალური პირობის მონიშვნა საჭირო არ არის.

7. თუ ავირჩევ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელსაც აკრედიტაციის ვადა რამდენიმე თვეში გასდის, რაიმე პრობლემა შემექმნება?

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ჩარიცხვის მომენტში პროგრამა იყოს აკრედიტებული, რადგან სხვა შემთხვევაში გრანტს ვერ მიიღებთ. ცნობარში მითითებული ინფორმაცია განახლებადია და გარკვეული პერიოდულობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ აკრედიტაციის გახანგრძლივების ვადები ცენტრის ვებგვერდზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის

„ხელფასები სკოლებში 26-27 იანვრისთვის ჩაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

ატესტაცია გამოცხადდა - ვის ეხება გადამზადება, ვადები და დეტალები

„არებისთვის“ რომელ  მოსწავლეებს ენიშნებათ გამოცდა და აქვს თუ არა მნიშვნელობა, საგანი ერთი სემესტრი ისწავლება თუ - ორი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად სითბი და გულწრფელი ემოციები აჩუქეს

სასკოლო საზომადოებამ კი ახალი წელი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა



საახალწლო ზეიმი შთამბეჭდავად წარიმართა

საინტერესო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

სიახლეები
საზოგადოება