სიახლეები
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავეს
27-03-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში იასპარეზეს წარმატებით და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

მოსწავლეებსა და და სპორტის პედაგოგ რომან ცეცხლაძეს გადაეცათ სერტიფიკატები.

24 მარტს, ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციტივითა და ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტარტი აიღო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტული თამაშების კვირეულმა.

შეჯიბრებები იმართება სპორტის სხვადასხვა სახობაში: მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები,გოგონები), ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები), კალათბურთი (ვაჟები), ფეხბურთი (ვაჟები) და ასევე „მხიარულ სტარტებში“. სპორტული შეჯიბრებები ტარდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების სპორტულ დარბაზებსა და ღია სპორტულ მოედნებზე.

მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრი 24 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის ახალაშენებული სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა. მონაწილეობდნენ ქედქედის, ჩხუტუნეთის, ჩიქუნეთის, კირნათის, მარადიდის, ფერიის, აჭარისწყლის, სალიბაურის N1, სალიბაურის N2 და განთიადის საჯარო სკოლების VII-IX კლასების მოსწავლეები (3 ვაჟი X 2 გოგო).

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება