სიახლეები
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში მუსიკალური ვიქტორინა ჩატარდა
28-03-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად კი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, მშობელთა და კლასის ხელმძღვანელთა აქტიური ჩართულობით, მუსიკალური ვიქტორინა - „გამოიცანი მელოდია“, ჩატარდა.

პროექტის მიზანი მოსწავლეებში მუსიკის აღქმის, წარმოსახვის და შემოქმედებითი უნარების განვითარება, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება იყო. ვიქტორინა 4 ეტაპს მოიცავდა: საბავშვო სიმღერების ტური, ქართული ანიმაციური ფილმები, კინომუსიკა და სკამებისა და ცეკვის ტური.

აქტივობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მაღალი იყო ჩართულობა. ღონისძიების დასასრულს, ნომინაციაში - „ყველაზე მუსიკალური მშობელი“ სერტიფიკატები გადაეცათ მშობლებს: ხათუნა კვარაცხელიას, ქეთი როხვაძეს, მზია ჯალაღონიას, მაია კუხალეიშვილს, ნუნუ ქობალიას, ხოლო ნომინაციაში - „ყველაზე მუსიკალური მასწავლებელი“ მანანა ლოგუას, მაია არახამიას, მზია ხარებავას, ლალი ქანთარიას, ფატიმა ხვიჩავას. სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ მონაწილე კლასებიც. 

ღონისძიებას პედაგოგი ნანა ყუფუნია ხელმძღვანელობდა.

„ვიქტორინა წარიმართა  ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ. მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული. დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს ქალბატონ ნანა ყუფუნიას, ღონისძიებაში ჩართულ მშობლებსა და კლასის ხელმძღვანელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება