სიახლეები
სკოლები

გელათის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის ინიციატივით, მოსწავლეთა STEM კონფერენცია ჩატარდა
27-03-2023
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ „ევრიკას“, ინიციატივით და პედაგოგ ხათუნა კაპანაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეთა STEM კონფერენცია გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა: ომარ ჯანგავაძემ, ჯემალ ჭარხალაშვილმა, საბა ჭელიშვილმა და ანა შალიკიანმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ასევე აღსანიშნავია, რომ კლუბის სხვა წევრებმა, მე-5 - მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეხვედრის მონაწილეებს, საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზეს.

კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და სოფელ კურსებისა და ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

კონფერენციას ესწრებოდნენ CENN-ის წარმომადგენელი მაია კეზევაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი ჯულაყიძე და სპეციალური სტუმარი, კინო რეჟისორი, მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვას“, დამფუძნებელი, რამაზ ბლუაშვილი.

შეხვედრის ბოლოს, ფონდ „ნოვას“, დამფუძნებელმა, კონფერენცცის მონაწილეებს NASA-სა და საქართველოს შესახებ ესაუბრა.

საინტერესო პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსიაც.

„სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ „ევრიკას“, მუშაობა. შეხვედრა შემეცნებითი და საინტერესო იყო, რასაც მოწმობს სტუმრებისა და მოსწავლეთა მხრიდან პოზიტიური უკუკავშირები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება