სიახლეები
სკოლები

ჭვინთის საჯარო სკოლაში კლუბ „ნორჩი მკითხველების“ მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
27-03-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში, წიგნის მოყვარულთა კლუბ „ნორჩი მკითხველების“ ინიციატივით, საინტერესო შეხვედრა მოეწყო.

შეხვედრაზე, მესამე, მეოთხე და მეხუთეკლასელებს, წაკითხული ტექსტის ირგვლივ კომიქსები უნდა შეექმნათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს. რაც მთავარია, მათ წაკითხული ტექსტის შინაარსი კარგად გააზრებული ჰქონდათ.

მესამე კლასმა, კომიქსები ეზოპეს იგავ-არაკების მიხედვით შექმნეს.

მეოთხე კლასმა - გ.პეტრიაშვილის მოთხრობა - „მექუდე“, ხოლო მეხუთე კლასმა - მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“.

მოსწავლეებმა, მათთვის საინტერესო ეპიზოდები წარადგინეს და ნაწარმოებების კითხვას ჯერ კიდევ განაგრძობენ.

„კლუბის ხელმძღვანელები და მოსწავლეები კვლავ შევიკრიბებით და მორიგ კომიქსს შევთავაზებთ ერთმანეთს. მადლობა კოლეგებო და ბავშვებო, ასეთი ნაყოფიერი დღისთვის!“ -წიგნის კლუბის წარმომადგენლები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება