სიახლეები
სკოლები

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, იუნკერმა - ლადო ჩხაიძემ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
27-03-2023
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერს - ლადო ჩხაიძეს უმასპინძლეს. 

სკოლაში მისი ვიზიტის მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე პროცესებისა და იმ დღის წესრიგის გაცნობა იყო, რაც იუნკერების წინაშეა. აღსანიშნავია, რომ ლადო ჩხაიძე ამავე სკოლის კურსდამთავრებულია. 

მან საინტერესო შეხვედრა გამართა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა ინტერესით ჩაერთო, იუნკერმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა და ამომწურავად ისაუბრა. პირველ ნაწილში, აკადემიის ისტორია და მისი განვითარების ეტაპები მიმოიხილა,
ხოლო შემდეგ ის კრიტერიუმები, რომლებსაც სასწავლებელში მოხვედრის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ. სტუმარმა ვრცლად განიხილა აკადემიის როლი და მნიშვნელობა. 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სკოლის დირექციასა და ხელმძღვანელობას გამოჩენილი ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის. უამრავი წარმატება ჩემს მშობლიურ სკოლას“,- ამბობს ლადო ჩხაიძე. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება