სიახლეები
სკოლები

We are very important- ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ
27-03-2023
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, ინგლისური ენის პედაგოგი რიმა კუპრეიშვილი და მისი მოსწავლეები - თემო ჭანტურია, დათუნა ჭაავა და ნიკა მამულია eTwinning-ის პროექტში - We are very important (ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნები ვართ), მონაწილეობდნენ. ის თურქეთის, საქართველოსა და რუმინეთის ერთობლივი პროექტია. 

We are very important ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. მასში მოსწავლეები, რიმა კუპრეიშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლა პროექტის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

„განათლება ყველა ინდივიდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა მათ მორალური, ადამიანური და სოციალური ღირებულებები შეიძინონ. რომლებიც, შემდეგ, თავის მხრივ, სოციალურ ცხოვრებას ქმნის, ადამიანებს აკავშირებს და მათ რისკებისა და საფრთხეებისგან იცავს. ბოლო წლებში, იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთა მდგომარეობაც რთულ პირობებში ან რისკვის ქვეშ მყოფი ბავშვების განმარტებას შეესაბამება. ეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში ხდება.

პირველი ფაქტორი ამ ბავშვების, როგორც რისკის ქვეშ მყოფთა შეფასებისას არის ის, რომ მათი ცხოვრების სტანდარტი ასაკისთვის შესაფერისი არ არის, ის საფრთხეებსა და რისკებს შეიცავს. 

ყველა ბავშვმა უნდა იცხოვროს თავისი ასაკისთვის საჭირო პირობებში, რაც განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. თამაშის ასაკში ბავშვმა უნდა ითამაშოს და სკოლის ასაკის ბავშვი სკოლაში უნდა დადიოდეს.

თუმცა, ამ კატეგორიის ზოგიერთი ბავშვი ისე აგრძელებს ცხოვრებას, რომ მათ განვითარებას ხელი ეშლება. 

ჩვენი პროექტის მიზანი სოციალური რისკის აღმოფხვრაა, რათა მეორე ჯგუფის ბავშვებმა დრო ხარისხიანად გაატარონ. პროექტის - „ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი“, ფარგლებში მრავალი აქტივობა გაიმართება, როგორიცაა კულტურისა და ხელოვნების აქტივობები, მოგზაურობა, სპორტული აქტივობები, დასასვენებელი აქტივობები და საინტერესო ვიზიტები.
ჩვენი პროექტის მიზანია აღნიშნული აქტივობებით დიდ შედეგებს მივაღწიოთ. ამ პროექტით ჩვენი მოსწავლეები ისწავლიან არა მხოლოდ გართობას, არამედ საკუთარი თავის გამოხატვას და ისინი მარტოობის დაძლევას შეძლებენ. ჩვენ გვჯერა, რომ ბავშვებისთვის ძალიან კარგ და მომგებიან საქმეს გავაკეთებთ,- აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება