სიახლეები
პიროვნება

„ვოცნებობ, ჩემი მოსწავლეებისათვის ყოველთვის ვიყო მისაბაძი პიროვნება“ - მაია გუმბერიძე, „მომავლის ბიზნეს სკოლის“ ისტორიის მასწავლებელი 
27-03-2023
-
+


როგორია სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების სურვილები, როგორი ცხოვრება აქვთ სკოლის მიღმა და რა არის მათთვის საოცნებო? - ეს ის თემებია, რომლებიც სხვა რაკურსით დაგვანახებს მასწავლებლებსა და დირექტორებს, გვაჩვენებს მათ ბავშვურ, ფერად სამყაროს, რომელზეც თითქმის არასდროს საუბრობენ მოსწავლეებთან.

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

ხშირად ჩვენთვის საყვარელი მასწავლებლები, მხოლოდ აკადემიურ სამოსში გამოწყობილნი, ცარცითა და წიგნებით ხელში წარმოგვიდგენია, თუმცა ყოველთვის გვაინტერესებს, როგორია მათი შინაგანი ბუნება, სადაც არც არავის ასწავლიან და არც სკოლის ხელმძღვანელები არიან.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“, ზესტაფონის, „მომავლის ბიზნეს სკოლის“ ისტორიის მასწავლებელმა, მაია გუმბერიძემ შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- გავიხსენებ პირველი გაკვეთილის ჩატარებას, ბუნებრივია, ახლდა მღელვარება და იმის მოლოდინი, რა ემოციას გამოვიწვევდი მათში. ამ დღის შემდეგ 12 წელია ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს და ვგრძნობ, რომ სწორად ამირჩევია პროფესია.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- გამორჩეულად მიყვარს ოთარ ჭილაძის პოეზია.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- გამორჩევა გამიჭირდება. განსაკუთრებული ინტერესით ვკითხულობ ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ყველა ძალიან მიყვარს და მოვიკითხავ ყველას დიდი სიყვარულით.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი მასწავლებლობაზე.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ისტორია.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- ვფიქრობ, რომ თითოეული მოსწავლე ვალდებულია, კარგად შეისწავლოს თავისი ქვეყნის ისტორია, იყვნენ  პატრიოტები  და უანგაროდ აკეთონ სიკეთე.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ეგვიპტეში, რადგან მხიბლავს უძველესი ცივილიზაციები, განსაკუთრებით ძველეგვიპტური კულტურა.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- პასუხისმგებლობით ვეკიდები ყოველგვარ საქმეს, ვარ საკმაოდ პრინციპული და მიზანდასახული.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ახალი წელი, რადგან ახალი წელი ყოველთვის მიქმნის უკეთესის მოლოდინს.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- ყველა ბავშვს მსოფლიოში ბედნიერი და ლაღი ბავშვობა ჰქონოდეს.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- უმეტესად ვკითხულობ.

- რაზე ოცნებობთ?

- ჩემი მოსწავლეებისათვის ყოველთვის ვიყო მისაბაძი პიროვნება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება