სიახლეები
პიროვნება

„ექიმობა მინდოდა, რათა მეზრუნა ხალხის ჯანმრთელობაზე“- etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ დამიაგეორარხის სკოლის პედაგოგმა, ელზა ლურსმანაშვილმა შეავსო
27-03-2023
-
+


როგორია სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების სურვილები, როგორი ცხოვრება აქვთ სკოლის მიღმა და რა არის მათთვის საოცნებო? - ეს ის თემებია, რომლებიც სხვა რაკურსით დაგვანახებს მასწავლებლებსა და დირექტორებს, გვაჩვენებს მათ ბავშვურ, ფერად სამყაროს, რომელზეც თითქმის არასდროს საუბრობენ მოსწავლეებთან.

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

ხშირად ჩვენთვის საყვარელი მასწავლებლები, მხოლოდ აკადემიურ სამოსში გამოწყობილნი, ცარცითა და წიგნებით ხელში წარმოგვიდგენია, თუმცა ყოველთვის გვაინტერესებს, როგორია მათი შინაგანი ბუნება, სადაც არც არავის ასწავლიან და არც სკოლის ხელმძღვანელები არიან.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“, მარნეულის მუნიციპლიტეტის, სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ელზა ლურსმანაშვილმა შეავსო.

- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- ძალიან მიხაროდა სკოლაში წასვლა, მაგრამ ჩემი მასწავლებელი არ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი, უფრო მეშინოდა მისი და არა მარტო მე, ყველა ბავშვს. ტიროდნენ, ზოგიც კლასიდან გარბოდა. ტირილით არ მიტირია, მაგრამ არც არაფერი მაკლდა, დედა ამბობდა: აბა, ჩემი გოგო თუ ტირის, ჩემი მაგარი და ჭკვიანი შვილიო, ამიტომ ვიკავებდი თავს არ მეტირა. ყველა შესვენებაზე სკოლის დერეფანში დედას ვეძებდი, დავინახავდი და იმედი მქონდა რომ მელოდებოდა.

როგორც პედაგოგმა პირველ დღეს დირექტორმა გამაცნო კოლეგები, ისინი ცნობისმოყვარეობით, მონაცვლეობით მისვამდნენ შეკითხვებს და მე კი ერთი სული მქონდა როდის დაირეკებოდა ზარი, რომ გაკვეთილზე შევსულიყავი. ამ დღიდან კიდევ უფრო მივხვდი რამხელა პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე, ჩემი მოსწავლეების მოსიყვარულე მზერა მედგა თვალწინ.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- ჩემი საყვარელი პოეტია გალაქტიონ ტაბიძე.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- ყველა წიგნი მიყვარს რაც წამიკითხავს, განსაკუთრებულად გამორჩეული არ მახსენდება.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ყველაზე ძალიან მიყვარდა ბიოლოგიის მასწავლებელი, ძალიან ჰუმანური, სამართლიანი, კეთილი და წყნარი პიროვნება იყო, ცდილობდა თითოეულ ჩვენთაგანში რაღაც ამოეცნო. ამავე დროს კლასის დამრიგებელიც იყო და ყოველთვის ცალ-ცალკე სურდა გაგვსაუბრებოდა, ჩვენი მესაიდუმლე და მეგობარიც იყო.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი, მეზრუნა ხალხის ჯანმრთელობაზე.

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ქიმია და ბიოლოგია.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- არ დაიზარონ სწავლა და შრომა, არ მოიტყუონ, გული ჰქონდეთ მუდამ სიყვარულით სავსე.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ვიმოგზაურებდი იერუსალიმში, მოვივლიდი წმინდა ადგილებს და უფალს შევთხოვდი ჩემს სურვილებს.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ვარ შრომისმოყვარე, ის რისი გაკეთებაც შეიძლება დღეს არ მიყვარს ხვალისთვის გადადება, მიყვარს ყველა ჩემს გარშემო მტერი და მოყვარე, მიხარია სხვისი სიხარული და მტკივა სხვისი ტკივილი.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ახალი წლის დადგომა ძალიან მიყვარს, მგონია რაღაც კარგი და სიახლე უნდა მოიტანოს.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- ვინატრებდი არ არსებობდეს ამქვეყნად ავადმყოფობა და ტკივილი.  განსაკუთრებით, ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- თავისუფალ დროს ვზრუნავ საკუთარ თავზე და შეძლებისდაგვარად ვაკეთებ საოჯახო საქმეებს.

- რაზე ოცნებობთ?

- ვოცნებობ ჩემმა შვილმა მიაღწიოს წარმატებებს, იყოს ბედნიერი. ვიყო წარმატებული და საყვარელი მასწავლებელი ჩემი მოსწავლეებისთვის, გაუმჯობესდეს ჩემი ფიზიკური მდგომარეობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება