სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ გამოფენა-კონფერენციაში მონაწილეობდა
27-03-2023
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ, ისინი სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მასწავლებელი ლამზირა ოსეფაშვილია. ის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ გამოფენა-კონფერენციაში მონაწილეობდა, რის დასტურადაც სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

კონფერენცია თბილისში, „ექსპრო ჯორჯიას“ პავილიონში გაიმართა.

პირველ ეტაპზე, მიწვეულმა პედაგოგებმა, სტუმრებმა პროექტების ამსახველი ფოტოები დაათვალიერეს, ხოლო შემდეგ კონფერენცია საზეიმოდ სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ გახსნა.  

ასევე, სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. კონფერენციის მეორე ეტაპზე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოვება, ხოლო მესამე ეტაპზე კი სემინარი გაიმართა.

კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ: კახა ხანდოშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი; მარიამ ჩიქობავა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მოადგილე; ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი.

„ეს იყო ეროვნული კონფერენციის მაღალი დონე, 200 პედაგოგის ჩართულობით, გამოცდილების გაზიარებით, თანამშრომლობით, მიღწევების აღიარებით. საუბარი იყო დღევანდელ საჭიროებებზე, გამოწვევებზე, სიახლეებზე და ა. შ. სამოქალაქო განათლება სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მეტად ააქტიურებს მოსწავლეებს“,- აღნიშნავს პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება