სიახლეები
სკოლები

კოთელიის საჯარო სკოლაში აშშ-ის ელჩს უმასპინძლეს
27-03-2023
-
+


თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში საპატიო სტუმარს - აშშ-ის ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს უმასპინძლეს.

სკოლაში პროექტი - „ჭკვიანი სოფელები“ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (akhlkalaki LAG), აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წლის დემოკრატიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება. კელი დეგნანი სკოლას სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ეწვია. აშშ-ის ელჩი მის მიმდინარეობას, მიზნებსა და ამოცანებს გაეცნო. 

გაიმართა შეხვედრა, კელი დეგნანმა მოსწავლეებს ჰკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ და სხვა მსგავსი პროქტების განხორციელება? დაინტერესდა, რატომ თვლიან, რომ ეს მათ მომავალს წაადგება. მოსწავლეებმა კი მას საქართველოს მომავალზე, ევროინტეგრაციაზე დაუსვეს შეკითხვები.

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლე ანა აჩელაშვილმა საკუთარი ნახატებიდან ერთ-ერთი ელჩს უსახსოვრა. 

ღონისძიებას რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი, LAG-ის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ და ამაღელვებლად ჩაიარა კითხვაზე - „როცა დაბრუნდებით სამშობლოში რას ეტყვით ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს საქართველოზე?“ - ქალბატონმა კელიმ თავი ვერ შეიკავა და ატირდა“,- გვიყვებიან სკოლაში.
 
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება