TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„იყავით შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები და მეგობრულები“- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებლის - ნინო ჯოხაძის სამი მთავარი რჩევა მოსწავლეებს
27-03-2023
-
+


მოსწავლეები დირექტორებსა და პედაგოგებს ხშირად მხოლოდ ისეთებად აღიქვამენ, როგორადაც სკოლაში ხედავენ. თუმცა, როგორც ყველას, მათაც აქვთ ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება. საინტერესოა, სინამდვილეში როგორები არიან მოსწავლეებისთვის სამაგალითო ადამიანები, როგორი იყო მათთვის სკოლის პირველი დღე და რაზე ოცნებობენ?

„ყველანი ბავშვობიდან მოვიდვართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წამოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნობთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება.

ხანდახან, ჩვენ, უფროსებს, გვავიწყდება, როგორები ვიყავით წლების წინ. არადა, მომავალ თაობებთან ურთიერთობისას, თუნდაც მათი პატარ-პატარა ოინების შემყურეებს, სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს. ბავშვებმა, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სკოლის დირექტორები და პედაგოგები, რომლებიც დღეს განათლების უანგარო სამსახურში, რიგით ჯარისკაცებად დგანან, ოდესღაც თავად იყვნენ ბავშვები და სხვათა შორის, სოციალური ქსელების არარსებობის „ხანაში“ მეგობრობის დღიურებიც ჰქონდათ.

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო ჯოხაძემ შეავსო.


- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- კარგად მახსოვს სკოლაში წასვლის პირველი დღე, ემოციურად დატვირთული დღე იყო, ვიყავი ძალიან ბედნიერი.

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

-კონსტანტინე გამსახურდია, ოსკარ უაილდი.

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- დიდოსტატის მარჯვენა, დორიან გრეის პორტრეტი.

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ჩემი პირველი მასწავლებელი ნუნუ ბლიაძე, იყო ძალიან თბილი და მოსიყვარულე.

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- დედა მუსიკის მასწავლებელია და მეც მინდოდა მასწავლებლობა, ამიტომ გადავწყვიტე ჩამებარებინა პედაგოგიურზე(ინგლისური ენა).

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ინგლისური ენა, კომპიუტერული ტექნოლოგიები.

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

 1.იყვნენ შრომისმოყვარენი;

 2. მიზანდასახულები;

 3.მოსიყვარულე და მეგობრულები.

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- პირველ რიგში, საქართველოს ყველა კუთხეს მოვინახულებდი, შემდეგ საფრანგეთს.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ძნელია ისაუბრო საკუთარ  თავზე, მაგრამ ვთვლი რომ ვარ სამართლიანი და მეგობრული პიროვნება.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- ყველა დღესასწაული მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებით აღდგომა.

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- მშვიდობას და ჯანმრთელობას

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- თავისუფალი დრო ვცდილობ გავატარო ჩემს ოჯახთან ერთად.

- რაზე ოცნებობთ?

- ვოცნებობ, ჯანმრთელ, ბედნიერ და წარმატებულ მომავალზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება