სიახლეები
პიროვნება

„სკოლაში ეზოში დაკრეფილი ყვავილების დიდი თაიგულით მივედი“- etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“  ბავრის სკოლის პედაგოგმა, ჯულიეტა ველელი შირინიანმა შეავსო
27-03-2023
-
+


მოსწავლეებს სკოლის პედაგოგებთან და დირექტორებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, ყოველდღე აქვთ. თუმცა, ისინი მათ მხოლოდ სასკოლო გარემოში იცნობენ და შეიძლება, ხშირად ვერც წარმოუდგენიათ, თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, რით არიან გატაცებულნი, სად ისურვებდნენ მოგზაურობას... ამიტომაც, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა, მათი მისაბაძი ადამიანები რაზე ოცნებობენ, რას გეგმავენ, რა არის მათი საყვარელი ნაწარმოები და ა.შ. 

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“ - არის etaloni.ge-ს ახალი წარმოწყება, რომელიც ერთგვარ „მეგობრობის დღიურს“ წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია სკოლის დირექტორები და პედაგოგები გაგაცნოთ არაფორმალური კუთხით, უკეთ წარმოვაჩინოთ, როგორც პიროვნება. 

დღეს, etaloni.ge-ს „მეგობრობის დღიური“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის ქართული ენის  მასწავლებელმა, დირექტორის მოადგილე ჯულიეტა ველელი შირინიანმა შეავსო.
 
- გაიხსენეთ სკოლის პირველი დღე როგორც მოსწავლემ და როგორც პედაგოგმა?

- სოფელში დიდი ამბით, ეზოში დაკრეფილი ყვავილების დიდი თაიგულით, ფორმა ფართუკით (ნეტავ იმ დროს) ორი ნაწნავით  და დიდი თეთრი ბანტებით მივედით სკოლაში. ეზოში მახსოვს, დიდი ზეიმი იყო. ლექსები და სიმღერები, მასწავლებლებმა  ისაუბრეს. მერე სონია მასწავლებელი დაგვხვდა კლასში. როგორც პედაგოგი, ვცდილობ, მოსწავლეებს შევაყვარო ქართული ენა, ქართული სიტყვა. როგორც დირექტორის მოადგილეს, მინდა, ბავშვებს თავაზიანობა და უფროსებისადმი პატივისცემა შევასწავლო. მინდა იყვნენ განათლებულნი. 

- თქვენი საყვარელი მწერალი/პოეტი:

- ლევან გოთუა, ლევან სანიკიძე, ნოდარ დუმბაძე, მაინ რიდი, ჯეიმს ფენიმორ კუპერი, გალაქტიონ ტაბიძე, გოეთე

- თქვენი საყვარელი წიგნი:

- ლევან გოთუას „გმირთა  ვარამი". 

- რომელი მასწავლებელი გიყვარდათ სკოლაში და რატომ?

- ქართული ენის მასწავლებელი ქსენია და ისტორიის მასწავლებელი მარგალიტა სალუქვაძე. ძალიან საინტერესო გაკვეთილებისათვის და ჩვენდამი, მოსწავლეებისადმი გულისხმიერი მიდგომისათვის. საინტერესო წიგნების შერჩევისათვის  წასაკითხად. 

- რა გინდოდათ რომ გამოსულიყავით და რატომ?

- მუდამ მინდოდა გამოვსულიყავი ქართული ენის მასწავლებელი, ეს სიყვარული ჩემმა ქსენია მასწავლებელმა ჩამინერგა. 

- თქვენი საყვარელი საგანი:

- ქართული ენა და ისტორია. 

- სამი მთავარი რჩევა, რომელსაც თქვენს მოსწავლეებს მისცემდით?

- იცოდნენ უფროსის პატივისცემა, იყვნენ შრომისმოყვარე, განათლებულნი და თავაზიანი. ეს სამი რამე არასოდეს არ გადადის  მოდიდან. 

- სად იმოგზაურებდით და რატომ?

- ვიმოგზაურებდი იტალიაში და ახლო აღმოსავლეთში.

- როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

- ალტრუიზმით დაავადებული.

- რომელი დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად და რატომ?

- შობა და აღდგომა, რწმენის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება. 

- ნატვრის თვალი რომ გქონდეთ, რას ინატრებდით?

- ვინატრებდი, მსოფლიოში სიმშვიდეს, არა ომებს! ჩემს პატარა, ლამაზ და დიდებულ საქართველოს თავად ნატვრის თვალად ვაქცევდი. 

- რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

- კლასიკური მუსიკის ჟანრი ძალიან მიყვარს, ვუსმენ  მოცარტს, ბეთჰოვენს, პოლ მორიას, ვკითხულობ წიგნს. თბილ ამინდში მოსწავლეებთან ერთად გავდივართ ტყეში, ბუნებაში. 

- რაზე ოცნებობთ?

- საქართველოში იყოს სიმშვიდე, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ნორმალური ცხოვრებისათვის, სათანადოდ ფასდებოდეს ღირსეული ადამიანების ღვაწლი. საქართველოში დაბადებულ ყველა ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა მიეცეს. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება