სიახლეები
სკოლები

„საინტერესო მოვლენები“ - გელათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბმა საინტერესო პროექტი განახორციელა
28-03-2023
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი თუ საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

თებერვალ-მარტში, სკოლის სამოქალაქო კლუბმა „გაენათმა“  (კლუბის ხელმძღვანელი - ჯემალ ჭარხალაშვილი, ლიდერი-მასწავლებელი - ელისო მაწკეპლაძე) Research-Intellectual Club „Dialogue of Generations“-ის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი - „საინტერესო მოვლენები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მოხდა საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბილოგია, ბუნებისმეტყველება) პოპულარიზაცია.

მოსწავლეებმა გაიაზრეს ამ საგნების სწავლის მნიშვნელობა ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

მინი-პროექტების, ინტელექტუალური  შეჯიბრებების საშუალებით გამოვლინდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც მეტ ცოდნა-გამოცდილებას ფლობდნენ საბუნებისმეტყველო საგნების კუთხით. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათი მაგალითი მნიშვნელოვანია სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისათვის.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოზარდებმა შეძლეს იმის გაცნობიერება, თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოთ ამ საგნების სწავლამ.

მოსწავლეებმა შეისწავლეს ინჟინერიის საფუძვლები, ელექტრონიკის საწყისები, ააწყვეს  ლეგოები და სხვა კონსტრუქციები, ანალიზის საფუძველზე სწორად დაგეგმეს და განახორციელეს აქტივობები.

სახალისო ექსპერიმენტების დახმარებით, სიმულაციებით, მოსწავლეეებმა შეისწავლეს რობოტიკა, მოდელირება, ინჟინერია;

პროექტის ფარგლებში განხორციელდა აქტივობები:

1.მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარემ სასკოლო საზოგადოებას (საბაზო და საშუალო  საფეხურის მოსწავლეებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრებს, მშობლებს)  გააცნო პროექტის გეგმა.

2.საგნის მასწავლებლებმა - ეკა ნიშნიანიძემ და ეკატერინე ჩხიკვაძემ გააკეთეს პრეზენტაციები - რისთვის გვჭირდება ფიზიკური და ქიმიური მოვლენების შესახებ ცოდნა. აქტივობაში ჩართულნი იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მოხდა საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბილოგია, ბუნებისმეტყველება) პოპულარიზაცია, მოსწავლეებმა  გაიაზრეს ამ საგნების სწავლის  მნიშვნელობა ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

3.ნიადაგის შედგენილობის თავისებურებების გავლენა მცენარეთა განვითარებაზე - ბიოლოგია (კვლევა, პრეზენტაცია). პროცესებს უძღვებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი ხათუნა კაპანაძე, ჩართულნი იყვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მათ გამოიკვლიეს რამდენიმე ტიპის ნიადაგი, ჩაატარეს ექსპერიმენტები, იმსჯელეს, როგორ ახდენს ზეგავლენას ნიადაგის შედგენილობა მცენარეთა განვითარებაზე.

4. მჟავა წვიმები - ქიმია (პოსტერები, სლაიდები) - პროცესებს უძღვებოდა ქიმიის მასწავლებელი ეკა ნიშნიანიძე, ჩართულნი იყვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მათ მოიძიეს ინფორმაცია მჟავა წვიმების შესახებ, შექმნეს სლაიდი და პოსტერები ამ საკითხთან დაკავშირებით

5. ჭკვიანი შუქნიშანი - ფიზიკა, პროცესებს უძღვებოდა ფიზიკის მასწავლებელი თეა ღვინიანიძე, ჩართულნი იყვნენ საბაზო საფეხურის მოსწავლეები. მათ ააწყვეს „ჭკვიანი ჭუქნიშანი“. სახალისო ექსპერიმენტების დახმარებით, სიმულაციებით, შეისწავლეს მოდელირება, ინჟინერია. ერთმანეთთან დააკავშირეს მათემატიკის, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესაბამისი საკითხები.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება