სიახლეები
სკოლები

ბათუმის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული ლიტერატურული სასამართლო პროცესი გამართეს
28-03-2023
-
+


ბათუმის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

 მე-8კლასის მოსწავლეებმა გიორგი ლეონიძის მოთხრობა - „მარიტა“ საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს. ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა, ნაილე მიქელაძემ, მოსწავლეებთან ერთად ნაწარმოების მიხედვით, იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, წესრიგისა და კანონის უზენაესობის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

„გაკვეთილის მიზანი ასევე აუდიტორიის წინაშე გამოსვლის, სადავო საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობის, დისკუსიისა და კამათის წარმართვის, როლური ტექსტების შექმნის, განსხვავებულ სიტუაციაში სამეტყველო ქცევის შეცვლის უნარების განვითარება იყო“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა როლები შესანიშნავად მოირგეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მათ გაითავისეს და გაიაზრეს თითოეული წარმოთქმული სიტყვა.

გაკვეთილს სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა, რომელიც ზღვა ემოციებით აღივსო.

„ეს გაკვეთილი დიდხანს მემახსოვრება, ერთ მომენტში მარიტას ადვოკატი, როცა სიტყვას წარმოთქვამდა მოსამართლის წინაშე ცრემლები ძლივს შევიკავე“, - გაკვეთილის შემდეგ აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება