სიახლეები
სკოლები

„გაზაფხულის დღესასწაული“ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
28-03-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები და გაკვეთილები ტარდება. მოსწავლეები სხვადასხვა დღესასწაულს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება „გაზაფხულის დღესასწაული“ გაიმართა.

მოსწავლეებმა პედაგოგ სოფი გორგილაძის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის ზეიმზე შთამბჭედავი ნამუშევრები - ნახატები, ხელნაკეთი ნივთები წარადგინეს.

მათ სკოლის სცენა ლამაზად, ორიგინალურად მორთეს, სადაც ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შეასრულეს. შემოქმედებითი ნიჭი, უნარები წარმოაჩინეს მათ დამსწრე საზოგადოებას განწყობა აუმაღლეს.

მთელ სკოლაში საზეიმო ატმოსფერო სუფევდა.

პედაგოგმა - სოფი გორგილაძემ ძალა არ დაიშურა, რათა ღონისძიება სრულყოფილი და გრანდიოზული ყოფილიყო, რამაც მოსწავლეთა მოტივაცია კედევ უფრო აამაღლა.

 „გაზაფხულის დღესასწაული“ - სხვა ნარატივით და სხვა სახელწოდებით დაიგეგმა, მაგრამ დაბრკოლებებმა დროულად განხორციელებაში დაგვაყოვნა… სჯობს გვიან… ძალისხმევა არ დაგვიკლია და შევძელით პროექტის საჯაროდ გამოტანა“, - აღნიშნავს პედაგოგი.

მან სწავლას მოწყურებულ, ნიჭიერ მოსწავლეებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას უღრმესი მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისა და გაწეული შორმისთვის.

„მინდა ჩამოვთვალო ის მადლიერებები, მზესავით რომ ანთია ჩემში, მმატებს ენერგიას, რათა სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვან კოლაბორაციებს ჩავუყარო საფუძველი შესანიშნავ გუნდთან ერთად.... მადლობა ჩემს უსაყვარლეს, უნიჭიერეს, დაუზარელ მოსწავლეებს, იმ საოცარი დამოკიდებულებისა და პასუხისმგებლობისთვის, რაც ამ ღონისძიების წარმატებით დასრულებისთვის გამოავლინეს. უსაზღვროდ მადლიერი ვარ თითოეული ფრაზისთვის, რაშიც სამყაროსეულ სიყვარულს აქანდაკებთ. მადლობა, მშობლებს, ასეთი შვილების აღზრდისთვის. მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, ქალბატონ ლალი მელივას ნებისმიერ დროს იდეის მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის. გისურვებთ, დიდი წარმატებით შეგესრულებინოთ ის უდიდესი მისია, რომელიც თქვენი ცხოვრების მთავრი ამბად გადაიქცა.

მადლობა, მუსიკის პედაგოგს, ნინო ბიბილურს უსაზღვროდ დიდი გულშემატკივრობის, თანადგომისა და გუნდურობისთვის.

მისი პროფესიონალიზმით, გემოვნებით და დახვეწილი მანერებით მრავალი მოზარდი ამღერდა და მუსიკალური ჰანგების ჯადოსნურ ფერადოვნებას ეზიარა.

ძვირფასო ნინო! თავად ხარ გაზაფხულის დღესასაწაული. ეს დღე უფრო შთამბეჭდავი გახადე თითოეული ჩვენგანისთვის.

მადლობა უნიჭიერეს, კრეატიულ მარი მჟავიას. სიტყვები არ მეყოფა მადლიერების გამოსახატავად... სცენის სამკაულები, რომელიც პაწაწინა და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებისგან შედგებოდა მისი გონის, თვალის, გემოვნების და შრომის შედეგია... სულ აღტაცებულს მტოვებს. უზომოდ მახარებს ის ფაქტი, რომ მის გვერდით აღმოვჩნდი. მუდამ იმედიანად ვარ რომ მეგულება...

სილამაზეების გამომგონებელო! მრავალი პროექტები და ღონისძიებები მოგეხატოს შენი ჯადოსნური ფუნჯით. მიიღე ჩემგან პატივისცემა და მადლიერება.

მადლობა, ქალბატონ ირმა წითაძეს, ნათელიკო ჩხაიძეს და მარი ჭიტაძეს და მარიამ დავითიძეს. თქვენი მხადაჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი ...

მადლობა, თითოეულ კოლეგა-პედაგოგს, ვინც გულწრფელი დამოკიდებულება და შეფასება მისცა ჩემს „ნაჯაფარს“ და ბოლოს, ყველაზე ტკბილებს, განუმეორებლებს, ერთგულებს - ჩემი სადამრიგებლო კლასის თითოეულ მოსწავლეს ფიზიკური დახმარებისთვის. ისინი ჩემი ცხოვრების ანგელოზები არიან და ვერც წარმოიდგენთ, რამხელა სიყვარულს ვატარებთ ერთმანეთის მიმართ... ეს საქმით, საქციელით და დამოკიდებულებით გამოხატული გრძნობაა და ამას ვერცერთი სიტყვა დაიტევს.

მერწმუნეთ, ჩემი ცხოვრების მრავალ ეტაპზე დავრწმუნებულვარ, რომ სიყვარულის გარდა ყველაფერი განქარდება, მხოლოდ კეთილშობილურ, დაფიქრებულ, ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლია ბედნიერების ინდექსის ამაღლება, რაც პირდაპირპროპორციულია ჩვენი ჯანსაღი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის... მშვიდობა გვქონდეს შინ და გარეთ!, - აღნიშნავს პედაგოგმა, სოფი გორგილაძემ.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას ზრდის, რაზეც სკოლა ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება