წყალწმინდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები საინტერესო პროექტზე მუშაობენ
28-03-2023
დაკოპირებულია
-
+
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტის ფარგლებში, პროექტ - „ციფრულ მოქალაქეობაზე“ მუშაობენ.
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრი მოსწავლეები სკოლასა და სათემო საზოგადოებაში კვლევას უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ ახორციელებენ. მათ 170-მდე ადამიანი გამოიკითხეს, კვლევის შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაცია მოამზადეს.
აღსანიშნავია, რომ კვლევის საფუძველზე, ჯგუფი საინფორმაცია კამპანიას აწარმოებს, გარდა ამისა, მოეწყობა სესიები მეზობელი თემისა და სკოლის ახალგაზრდებისთვის. ისინი ოზურგეთის ტექნოლოგიურ პარკთან ითანამშრომლებენ, დამზადდება საინფორმაციო ფლაერები, ვიდეორგოლი და სლაიდი.
სამუშაო პროცესი ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ მიმდინარეობს.