სიახლეები
სკოლები

საჭამიასერის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, ადამიანის უფლებების მიმართულებით, საინტერესო პროექტზე მუშაობენ
28-03-2023
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ხშირად ერთვებიან.

ამჯერად კი, სამოქალაქო კლუბის წევრები, სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტის ფარგლებში, ადამიანის უფლებებსა და კანონმდებლობაზე მუშაობენ.

მათ სკოლასა და თემში ანონიმური გამოკითხვა ჩაატარეს, შედეგად კი 147 რესპოდენტი გამოიკითხა. მოიკვლიეს, თუ რა პრობლემებია ოჯახსა და საზოგადოებაში უფლებების დაცვის კუთხით.

კვლევის პროცესში, საჭიროებები დემოკრატიული ღირებულებების ამაღლების კუთხით, გამოიკვეთა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემატური პრეზენტაცია მოამზადეს. 

ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან სახალისო აქტივობა - „რა ვიცით ჩვენი უფლებების შესახებ“, ჩაატარეს და მათ შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.

„პროექტი მიმდინარეა და მის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან კომპეტენტურ პირებს, მოამზადებენ ლიფლეტს, კედლის გაზეთს და ფორუმ სპექტაკლს. ჩაატარებენ ესსეების კონკურსს, ასევე ვიზიტით ეწვევიან ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმსა და ოზურგეთის დრამატულ თეატრს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება