TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო, სხვა სიახლეები

დირექტორს თანამდებობის დატოვება სკოლის საბჭომ აიძულა - მიზეზი მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკების მოსწავლეებისთვის ჩვენება გახდა
28-03-2023
-
+


იტალიის ფლორენციის მერმა და გალერეამ, სადაც მიქელანჯელოს ცნობილი, დავითის ქანდაკებაა გამოფენილი, მის სანახავად მიიწვიეს ამერიკის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი აღნიშნულის გამო იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა, რადგან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის ხელოვნების ერთ-ერთი შედევრის - მიქელანჯელოს "დავითის" რეპროდუქციის ჩვენება რამდენიმე მშობელმა შვილებისთვის პორნოგრაფიის ჩვენებად მიიჩნია და სკოლის საბჭოში იჩივლა. 

როგორც BBC წერს, ფლორიდის ქალაქ ტალაჰასის სკოლის საბჭოს ხელმძღვანელმა ბარნი ბიშოპმა განაცხადა, რომ ადრე დირექტორი მშობლებს წინასწარ უგზავნიდა შეტყობინებას, რომ გაკვეთილზე განიხილავდნენ მიქელანჯელოს ნამუშევრებს, წელს კი, ეს არ მოხდა და შეცდომა იყო.

გაკვეთილი, რომელსაც 11-12 წლის ასაკის ბავშვები ესწრებოდნენ რენესანსს ეძღვნებოდა და დავითის გარდა მოსწავლეებს მიქელანჯელოს „ადამის შექმნა“ და ბოტიჩელის „ვენერას დაბადებაც“ აჩვენეს.

ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ხელოვნების პორნოგრაფიად წარმოჩენა სასაცილოა. მერის განცხადებით, ხელოვნება ცივილიზაციაა და ვინც ამას ბავშვებს ასწავლის, პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ, ამერიკელ პედაგოგს პატივისცემის ნიშნად, ფლორენციაში იწვევს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება