მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ბრძანებით, სკოლებსა და ბაღებს ფინანსური ცვლილებები შეეხება. უფრო კონკრეტულად, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებები ეტაპობრივად უნდა გადავიდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე და კომერციული ბანკების ანგარიშებიდან მათი თანხები გადავა ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში.
„ორგანიზაციებმა, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები (გარდა ამ ბრძანების მე-4 მუხლში მითითებული ანგარიშებისა) და ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ფინანსთა მინისტრის ბრძანება 1 აპრილიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაღებსა და სკოლებს კომერციულ ბანკებში ანგარიშების დასახურად ვადა 15 აპრილამდე აქვთ,
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“