სიახლეები
სიახლეები

ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტი - KIU სტუდენტების მიღებას აგრძელებს
28-03-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აგრძელებს სტუდენტების მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლისთვის. საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 3 აპრილის (18:00 საათამდე), ხოლო საგნის შეცვლა ან დამატება 13 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.  პირველად რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა (მათ შორის, უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის ცვლილება) იწარმოებს ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ბოლომდე.

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ლიდერი სახელმწიფო უნივერსიტეტი - KIU 2023-2024 სასწავლო წლისთვის სტუდენტების მიღებას ბაკალავრიატის შემდეგ ინგლისურენოვან პროგრამებზე აგრძელებს:

1970101 - მათემატიკა
ძირითადი მიმართულებები: ანალიზი; წრფივი ალგებრა; ალბათობა და სტატისტიკა; რიცხვითი მეთოდები; ოპტიმიზაციის მეთოდები. სპეციალიზაცია შესაძლებელია არჩევითი კურსების ხარჯზე.

1970102 - კომპიუტერული მეცნიერება
პროგრამული კონცენტრაციები: ენებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები; სისტემის არქიტექტურა; ციფრული სისტემები; მონაცემთა ბაზები; ლოგიკა და ავტომატური დასკვნები; პროგრამული ინჟინერია; განაწილებული სისტემები; ხელოვნური ინტელექტი.

1970103 - მენეჯმენტი
პროგრამული კონცენტრაციები: ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა; ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა; ინოვაციები და მეწარმეობა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 14 სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა.  

გასულ წელს TUM International-ისა და ევროპელი ექსპერტების მიერ KIU დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის რეგიონში.

KIU-ს შესახებ:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. სწავლა ხორციელდება ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

KIU-ში სტუდენტებს ელოდებათ 180 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი სტუდენტური პროგრამები, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოფები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.

გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ დეტალები იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელოში. 

KIU-ს ბაკალავრიატის პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე განთავსებულ აბიტურიენტთა ცნობარში. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კოდია - 197.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება

მე-11 კლასელი სკოლაში იარაღით მივიდა - შემთხვევა გორის N5 საჯარო სკოლაში

გრიპის შემთხვევების ზრდის გამო კლინიკაში ბავშვებისთვის საწოლები დაამატეს

2743 საგანმანათლებლო მოდული და დაფინანსების ოდენობა ცნობილია

შეზღუდვა საგაკვეთილო საათებზე - ინფორმაცია სკოლის პერსონალისთვის
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს

ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ანა კვირიკაძემ, ნინო ხონელიძემ და ფიქრია ლომიძემ

საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება