სიახლეები
სკოლები

„იკვებე ჯანსაღად და იქნები ჯანმრთელი“ - შორაპნის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგისა და VII კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
29-03-2023
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ფიქრია ხუჯაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი სამოქალაქო განათლებაში - „იკვებე ჯანსაღად და იქნები ჯანმრთელი“.

„არაჯანსაღი საკვები, სწრაფი კვების ობიეტების ხშირი მომხრებელი მოზარდი თაობა, აჩქარებული დღის რეჟიმი, ზოგჯერ მშობლების მოუცლელობა - ამ პრობლმბმა ერთიანობაში შექმნა ჭარბწონიანი საზოგადოება. მოზარდებს არ აქვთ საკმრისი ცოდნა იმის გასაცნობიერებლად, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს არაჯანსაღმა საკვებმა მათ. სწორედ ჯანრთელი პროდუქტებით კვების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო პროექტის მთავარი იდეა, აგრეთვე სწორი კვების ჩვევის დამკვიდრება მოზარდ თაობაში და ჯანსაღად კვების პროპაგანდა.

მოსწავლეებმა გამოკითხეს თანატოლები რათა გაეგოთ, რამდენი მომხმარებელი ჰყავს მათი თანასკოლელების სახით სწრაფი კვების ობიექტებს, რატომ ირჩევენ ისინი არაჯანსაღ კვებას.

მოსწავლეებმა ექიმის როლი მოირგეს, მოიძიეს ინფორმაცია თემის ირგვლივ. მოაწყვეს საინტერესო პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს ვიტამინებით მდიდარ საკვებზე,  ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტზე. დაამზადეს თემატური ნახატები (საკვების პირამიდა, კვების თეფში და სხვა). შექმნეს საცნობარო ბუკლეტი და გაავრცელეს სასკოლო თემში.

პროექტი დადებითად შეაფასეს მოსწავლეებმა, მშობლებმა, სკოლის ადმინისტრაციამ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება