სიახლეები
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხატვრო აკადემიაში იმყოფებოდნენ 
29-03-2023
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, ისინი პედაგოგ ანა როსტიაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები დაათვალიერეს და მათთვის საჭირო ინფორმაციას გაეცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა არქიტექტურის ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის - „უწყვეტი განათლება“ ფარგლებში შედგა, რომლის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს, როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, ასევე სასკოლო საფეხურის მოსწავლეები.

„პროექტის მიზანია, საუნივერსიტეტო, უწყვეტი განათლების სისტემის განვითარება, ფართო საზოგადოებისთვის უნივერსიტეტის რესურსების და გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მჭიდრო თანამშრომლობა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ბოლოს აკადემიამ სკოლას საჩუქრად ძვირფასი წიგნი - „კახური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა“ გადასცა.

პროექტის ავტორი, არქიტექტურის ფაკულტეტის პროექტების ხელმძღვანელი - ნესტან წიკლაური გახლდათ.

სკოლის დირექტორი - მანანა კიკაჩეიშვილი პედაგოგ ანა როსტიაშვილს, არქიტექტურისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამორჩეულ მოსწავლეებს, სამხატვრო აკადემიას და პროექტის ხელმძღვანელს -  ნესტან წიკლაურს თბილი, დასამახსოვრებელი მიღებისათვის მადლობას უხდის წარმატებებს უსურვებს!.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება