სიახლეები
სკოლები

კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერის როლზე იმსჯელეს
29-03-2023
-
+


ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს მონდომებით და ინტერესით შეისწავლიან. პედაგოგები მათ სწავლის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესის გაჩენის მიზნით, საინტერესო მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში V კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თეონა გოგიტიძის ხელმძღვანელობით, თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერის როლზე, მასთან მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს.

გაკვეთილის თემა - „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ჩვენ გარშემო“ იყო, სადაც მოსწავლეები ორ ჯგუფად დაიყვნენ.

I ჯგუფმა საკითხზე : „კომპიუტერი მსოფლიოს გარშემო“, II ჯგუფმა კი - „მსოფლიოს პირველი კომპიუტერის“ შესახებ ისაუბრა.

მათ საინტერესო და საჭირო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

„დიდია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აუცილებლობა თანამედროვე ცხოვრებაში. თემა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

საგანმანათლებლო პროგრამების სია, რომელზეც ელექტრონული სწავლა დაშვებული იქნება გამოქვეყნდა

რომელ სტუდენტებს ეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება

ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე:

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

„ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა“ 



„სკოლაში სულ მეცადინეობა მიწევს და ბაღში ბევრი გასაფერადებელი  გვქონდა, ვხატავდით, კიდე სასრიალოები იყო და გართობა“

სიახლეები
საზოგადოება